LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რევანში – ალექს როდრიგესი ბენ აფლეკის ყოფილ შეყვარებულს, ლინდსი შუკუსს ხვდება

365
Untitledf

ჯენიფერ ლოპესისა და ბენ აფლეკის ურთიერთობები ნელ-ნელა სერიოზულდება, ჯეი ლომ ბენს უკვე შვილებიც კი გააცნო.

ფოტო: როცა დედა საქმროს გაცნობს – ჯეი ლომ შვილები ბენ აფლეკთან სავახშმოდ წაიყვანა

ამ დროს კი მიტოვებული ალექს როდრიგესი დროს უქმად არ კარგავს. ხან ყოფილ ცოლთან ერთად გადაღებულ ვიდეოს ავრცელებს, ხანაც  სხვადასხვა ცნობილ ქალბატონს ხვდება. გასულ კვირას ის კეტი ჰოლმსის სახლიდან გამოსული დააფიქსირეს.

„სასოწარკვეთილი ალექსი ყველა ქალს მიედმოედება“ – როდრიგესი კეტი ჰოლმსის სახლიდან გამოსული დააფიქსირეს

სულ ცოტა ხნის წინ კი გამოცემამ Page Six ექსკლუზიური ინფორმაცია გააჟღერა. 48 წლის როდრიგესი, ბენ აფლეკის ყოფილ შეყვარებულთან, ლინდსი შუკუსთან სახლში გადაიღეს. ლინდსის დაბადების დღე ჰქონდა, წვეულებაზე საპატიო სტუმარი კი სწორედ ალექსი იყო. ისინი სახლის უკანა ეზოში განმარტოებულები დააფიქსირეს.

შეგახსენებთ, ბენი და ლინდსი ერთმანეთს 2017 წელს ხვდებოდნენ და საკმაოდ სერიოზული ურთიერთობაც ჰქონდათ. ისინი რაღაც პერიოდის განმავლობაში ერთადაც კი ცხოვრობდნენ.

ბენ აფლეკი და ლინდსი შუკუსი ერთად ცხოვრობენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები