ბენ აფლეკი ჯეი ლოსთან შესაძლო განქორწინების შესახებ გავრცელებული ჭორების შემდეგ, ბრენტვუდში გამოჩნდა. 51 წლის მსახიობი 12 წლის შვილთან, სემულეთან ერთად სეირნობდა. აღსანიშნავია, რომ ოსკაროსანი მსახიობი არც თუ ისე კარგად გამოიყურებოდა. მას გადაღლა და სტრესი ეტყობოდა.
ცნობისთვის, გასულ კვირას ჯეი ლო მეხიკოში გაემგზავრა, ის თავისი ახალი ფილმის, „ატლასის“ პრემიერაზე კვლავ მარტო, მეუღლის გარეშე მივიდა. არტისტსა და მსახიობს ინტერვიუში პირდაპირ დაუსვეს შეკითხვა მეუღლესთან განქორწინების შესახებ გავრცელებული ჭორებზე. ჯეი ლომ ეს ფაქტი არც დაადასტურა, თუმცა არც უარყო. ნიშანდობლივი იყო მისი რეაქცია, არტისტი შეკითხვამ დააბნია და საოცრად დაძაბა.