LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯეი ზი ნიღაბს იხსნის – არტისტის დუმილი დარღვეულია

316
page

ჯეი ზი საჯაროდ პირველად გამოეხმაურა მის წინააღმდეგ წაყენებულ სექსუალური ძალადობის ბრალდებებს და განაცხადა, რომ ეს მისთვის ძალიან მძიმე და ემოციურად დამღლელი აღმოჩნდა.

56 წლის რეპერმა ამ თემაზე გამოცემა GQ-თვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა, სადაც აღნიშნა, რომ ბრალდებებმა მასზე ძალიან იმოქმედა.

„ძალიან რთული იყო. ნამდვილად ძალიან რთული. გული გამიტყდა. ძალიან გავბრაზდი, უკონტროლო გავხდი. ასეთ რამეს ადამიანს არ უნდა აბრალებდე, თუ აბსოლუტურად დარწმუნებული არ ხარ, განსაკუთრებით ისეთ ადამიანს, როგორიც მე ვარ!“, – აღნიშნა მან.

ბიონსეს მეუღლემ კიდევ ერთხელ უარყო ყველა ბრალდება და განაცხადა, რომ ის სიმართლეს არ შეესაბამება.

„მან გაიღვიძა და ოთახში ჯეი-ზი და ჰარვი ვაინშტაინი დახვდა“ – ბრალდებების ფონზე, ჯეი-ზი ქვეყანას კერძო თვითმფრინავით ტოვებს? – ეპშტეინის სკანდალური ფაილების მორიგი კასკადი

ცნობისთვის, საქმე ეხება სარჩელს, რომელიც ანონიმურმა ქალმა 2024 წლის დეკემბერში ნიუ-იორკის ფედერალურ სასამართლოში შეიტანა. მისი მტკიცებით, 2000 წელს, MTV Video Music Awards-ის შემდეგ, როდესაც ის 13 წლის იყო, მასზე ჯეი ზიმ Diddy-თან ერთად იძალადა.

ეპშტეინის ფაილებში მისი სახელის გაჟღერების შემდეგ, ჯეი ზი ქალიშვილებთან ერთად პირველად გამოჩნდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები