LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯეი-ზიმ აღიარა, რომ ბიონსეს ღალატობდა

68

რამდენიმე წლის წინ, ბიონსესა და ჯეი-ზის ცხოვრებაში საკმაოდ რთული პერიოდი ჰქონდათ: რეპერმა მეუღლეს უღალატა და ისინი დაშორების ზღვარზე იყვნენ. მსოფლიომ კი ამის შესახებ ბიონსეს ალბომიდან „Lemonade“ გაიგო, რომელშიც თითქმის ყველა სიმღერა გადატანილ ტკივილსა და უნდობლობაზე იყო.

ამ დღეებში The New York Times-ში 47 წლის მუსიკოსის ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც მან ღალატის ფაქტი აღიარა:

„ქარიშხლის დროს, ყველაზე უსაფრთხო ადგილი მის ცენტრშია. შესაბამისად, ყველაზე კარგი ადგილი ტკივილის შუაგულშია. სწორედ იქ ვიყავით ჩვენც. დიდი დისკომფორტი იყო და ჩვენ ძალიან გვიჭირდა ლაპარაკიც კი, რომელიც იმ დროს გარდაუვალი იყო. მსოფლიოში ყველაზე რთულია – უყურო ადამიანის სახეზე ტკივილის, რომლის მიზეზიც შენ ხარ“.

ამჟამად მათ ცხოვრებაში ყველაფერი დალაგდა: გაზაფხულზე ბიონსე და ჯეი-ზი მშობლები გახდნენ – მათ ტყუპები შეეძინათ და დღესდღეობით ოჯახური ბედნიერებით ტკბებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები