ჯეი ზის ოფიციალურ YouTube-არხზე რეპერის ახალი კლიპი „Blue Freestyle“ გამოქვეყნდა, რომელიც მის ახალ ალბომში „4:44“ შედის.
სიუჟეტის მიხედვით, ჯეი ზისა და ბიონსეს ქალიშვილის, ბლუ აივის ანიმირებული ვერსია ტალანტების შოუზე გამოდის. მას აღფრთოვანებულები უყურებენ მშობლები, რომლებიც მაყურებელთა რიგებში სხედან. რგოლი გოგონას 6 წლის იუბილეს ეძღვნება.
ტიტრებში ბლუ აივი სცენარის ავტორად, ხოლო ჯეი ზი – პროდიუსერად არის მოხსენიებული.