ABCnews-ის ცნობით, კინოკრიტიკოსები წლის მთავარ თემას ეხმაურებიან და ჯეიმს ბონდის კანდიდატურაზე პროექტის ავტორებს საკუთარ ვერსიას სთავაზობენ. მათი მტკიცებით, ბენედიქტ კამბერბეტჩი სწორედ ის მსახიობია, რომელიც ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს. ის თავშეკავებულია, გამოირჩევა დახვეწილი მანერებით და ფლობს საბრძოლო ხელოვნებას. კამბერბეტჩის გარდა, კინოკრიტიკოსთა აზრით, ამ როლს ტომ ჰარდის კანდიდატურაც აკმაყოფილებს.