LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჯეიმს ბონდის“ ახალმა ფილმმა რეკორდი მოხსნა

267
page

ერთი კვირის წინ, ლონდონში ,,ჯეიმს ბონდის” შესახებ გადაღებული ახალი ფილმის „ახლა სიკვდილის დრო არ არის“ პრემიერა შედგა. მას უამრავი ვარსკვლავი დაესწრო.

დენიელ კრეიგი ვარდისფერ პიჯაკში და მსოფლიო ვარსკვლავები „ჯეიმს ბონდის“ ხმაურიან პრემიერაზე

სულ ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ „ჯეიმს ბონდის“ ფილმმა სასტარტო კვირაში 21 მილიონი ფუნტი სტერლინგი გამოიმუშავა, რაც ბრიტანული კინოგაქირავების ახალი რეკორდია.

შეგახსენებთ, ფილმში დენიელ კრეიგს პარტნიორობას რამი მალიკი, ანა დე არმასი, ლეა სეიდუ, ლაშანა ლინჩი, ბენ უიშოუ და რეიფ ფაინსი უწევენ. ბონდის ახალი საუნდტრეკი ბილი აილიშს ეკუთვნის.

ცნობისთვის, ჯეიმს ბონდის ახალი ფილმის პრემიერა თბილისის კინოთეატრებში 7 ოქტომბერს შედგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები