LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯეიმს ბონდის Jaguar C-X75 აუქციონზე გაიყიდება

cars

ბრიტანულმა სადილერო ცენტრმა Kaaimans International აუცქციონზე გასაყიდად ჯეიმს ბონდის Jaguar C-X75 გამოიტანა ფილმიდან „007:სპექტრი“. მოდელი, რომლის ღირებულება ჯერ არ ხმაურდება, ერთ-ერთია იმ ოთხი სუპერავტომობილიდან რომლებიც სპეციალურად ფილმისთვის შეიქმნა.

ჰიბრიდული ავტომობილის სცდელი ვერსია „იაგუარმა“ 2011 წელს შეიმუშავა, თუმცა, ჩათვალა, რომ ვერ შეძლებდა სრული პარტიის (200 ავტომობილის) 1, 15 მლნ. დოლარად გაყიდვას და პროექტი დახურა.

სხვათაშორის, გასულ წელს აუქციონზე ამავი ფილმის კიდევ ერთი „მონაწილე“Land Rover Defender-იც  გაიყიდა. ფორსირებული ძრავით და უსაფრთხოების კარკასით აღჭურვილი ავტომობილი 365,5 ათას დოლარად გაიყიდა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g