„რუსეთი, შავ ზღვაში, შესაძლოა სამოქალაქო გემებს დაესხას თავს“, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ განაცხადა. კლევერლის ვარაუდით, აღნიშნულის მიზეზი შესაძლოა, მოსკოვის მხრიდან უკრაინის სურსათის ექსპორტის განადგურება იყოს.
„ჩვენ ამ არაკეთილსინდისიერ ქცევაზე გაერო-ს უშიშროების საბჭოში გავამახვილებთ ყურადღებას. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს გლობალური სურსათის მარაგების მძევლად აყვანა და შეთანხმებას დაუბრუნდეს“, – თქვა კლევერლიმ.
ცნობისათვის, მას შემდეგ რაც რუსეთმა გასულ კვირას მარცვლეულის შეთანხმება დატოვა, მან უკრაინის საპორტო ქალაქებზე თავდასხმები გააძლიერა.
The UK believes that Russia may escalate its campaign to destroy Ukraine’s food exports by targeting civilian ships in the Black Sea.
We will highlight this unconscionable behaviour at the UNSC. Russia should stop holding global food supplies hostage and return to the deal.
— James Cleverly?? (@JamesCleverly) July 25, 2023