გადაცემის The Late Late Show ფარგლებში, ჯეიმს კორდენმა და ენ ჰეთევეიმ დრამატული სასიყვარულო რომანის დადგმაში 10 სასიყვარულო ჰიტი გამოიყენეს.
სიუჟეტის მიხედვით, ენიმ და ჯეიმსმა მოკლე ცხოვრებისეული სცენარი წარმოადგინეს: შეყვარებული წყვილი, რომლის ურთიერთობაც ქორწინებით მთავრდება და რომლებიც ერთად გაივლიან სირთულეებით სავსე დღეებს.
მუსიკალურად დადგმა ბონი ტაილერის, სელენა გომესის, Sixpence None the Richer’s-ის, სელინ დიონისა და სხვა ლეგენდარული შემსრულებლების ჰიტებით გაფორმდა.
–