LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯეისონ მომოა და ლიზა ბონე დაშორდნენ – ყველაზე რომანტიკულმა წყვილმა ერთად 17 წელი გაატარა

2619
jasonmomoa

ბოლო ათწლეულის ყველაზე პოპულარული წყვილი, ჯეისონ მომოა და ლიზა ბონე დაშორდნენ. წყვილმა ამის შესახებ საზოგადოებას საერთო განცხადებით შეატყობინა:

„სიყვარული ჩვენს შორის ისევ დიდია, მაგრამ ვუშვებთ ერთმანეთს, რომ ვიპოვოთ საკუთარ თავში რაღაც ახალი“, – წერენ ვარსკვლავები სოციალურ ქსელში.

წყვილმა ერთმანეთი 2005 წელს ჯაზ-კლუბში, საერთო მეგობრის წყალობით გაიცნო. ჯეისონ მომოა ამბობს, რომ, ამ შეხვედრას ის წლებია ელოდა, რადგან ლიზაზე იყო შეყვარებული. 2007 წელს წყვილს გოგონა, ლოლა შეეძინა, 2008 წელს კი, ვაჟი. 2017 წელს ლიზამ და ჯეისონმა ოფიციალურად იქორწინეს. დღეს კი 17 წლიანი ურთიერთობა დასრულებულად გამოაცხადეს.

ფოტო: აქ რა ხდება?! – შეზარხოშებული და ფეხშიშველი ჯეისონ მომოა მამაკაცს კისერზე ეკიდება

ფოტო: „ვამაყობ, რომ ჩემი ძმა გქვია“ – ნახეთ როგორ მიულოცა ლენი კრავიცმა ყოფილი ცოლის ახლანდელ მეუღლეს, ჯეისონ მამოას დაბადების დღე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები