LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯეკ ჰარლოუ საკუთარ დაბადების დღეზე ახალ ალბომს გამოუშვებს

111
photo-collage.png (4)

ჯეკ ჰარლოუ ახალ დისკს გამოუშვებს. არტისტი მეოთხე სტუდიურ ალბომს სახელწოდებით – Monica თავის 28-ე დაბადების დღეზე, 13 მარტს წარადგენს.

ჰარლოუს ბოლო ლონგფლეი – Jackman, 2023 წლის აპრილით თარიღდება. მას შემდეგ, რეპერმა 2024-25 წლებში რამდენიმე სინგლი, მათ შორის დოჟა ქეთთან კოლაბორაცია – Just Us შემოგვთავაზა.

ახალ ვარსკვლავურ კლიპში ჯეკ ჰარლოუ და დოჟა ქეთი ერთმანეთს ეფლირტავებიან

ჯეკ ჰარლოუს მუსიკალური კარიერა სტარტს 2015 წლიდან იღებს, თუმცა მას პოპულარობა 2020 წელს სიმღერამ – Whats Poppin მოუტანა, რომელიც TikTok-ზე ,,გავარდა” და შემსრულებნლი პირველად აქცია ,,გრემის” ნომინანტად. იმავე წელს გამოვიდა მომღერლის სადებიუტო სტუდიური ალბომიც.

ჯეკ ჰარლოუს 2020 წლის სიმღერას ბრილიანტის სტატუსი მიენიჭა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები