ჯეკ ჰარლოუს ჰიტს – Whats Poppin ბრილიანტის სტატუსი მიენიჭა. ინფორმაცია ამის შესახებ ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციამ გაავრცელა.
აღსანიშნავია, რომ სინგლით, რომელიც არტისტმა 2020 წლის 21 იანვარს გამოუშვა, მან კარიერის განმავლობაში ბრილიანტის სერტიფიკატი პირველად მიიღო.
ცნობისთვის, ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციის წესდებით, მას შემდეგ, რაც სიმღერის თუ ალბომის 1 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდება, ის პლატინის სტატუსის ხდება. 10 პლატინის სტატუსი ავტომატურად, 10 მილიონი ჩანაწერის გაყიდვას გულისხმობს, რაც ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციის უმაღლეს – ბრილიანტის სერტიფიკატს წარმოადგენს.
ბოლო მონაცემებით, ბრილიანტის სტატუსი მუსიკის ისტორიაში 150-ზე მეტ ჩანაწერს აქვს.
ჯეკ ჰარლოუს მუსიკალური კარიერის პირველი მთავარი მიღწევა, სწორედ სიმღერას – Whats Poppin უკავშირდება. TikTok-ზე პოპულარობით და რეპერებთან DaBaby, Tory Lanez და Lil Wayne-თან მისი რემიქსის ჩაწერის შემდეგ, ტრეკი Billboard Hot 100-ის მეორე ადგილზე მოხვდა და მიიღო ,,გრემის” ნომინაცია ,,საუკეთესო რეპ შესრულებისთვის”.