LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯეკი ჩანი ლე მანის 24 საათიან მარათონზე ფილმს გადაიღებს

18

ჯეკი ჩანი ლე მანის 24 საათიან მარათონზე ფილმს გადაიღებს. ამის შესახებ გამოცემა France Bleu წერს.

ეს იქნება 24 საათიანი რბოლის ისტორიის რეტროსპექტივა. მას ჩინელები ჯეკი ჩანის ხელმძღვანლობით გადაიღებენ. გადაღებების დაწყება 2018 წლის აპრილშია დაგეგმილი.

ჯეკი ჩანი სარბოლო გუნდის, Jackie Chan DC Racing–ის თანამფლობელია, წელს კოლექტივმა გენერალურ კლასიფიკაციაში მეორე და მესამე ადგილები, თავის კლასში კი გუნდის პილოტებმა პირველი და მეორე პოზიციები დაიკავეს.

ჩანი მეოთხე ჰოლივუდელი მსახიობია, რომელიც ლე მანთან არის კავშირში. 1970–იან წლებში ლეგენდარული რბოლისადმი მიძღვნილ ფილმში მთავარი როლი სტივ მაქქუინმა შეასრულა, 1979 წელს მარათონში მეორე ადგილი პოლ ნიუმანის ეკიპაჟმა დაიკავა, 2009, 2013 და 2015 წელს რბოლებში პატრიკ დემპსი მონაწილეობდა.

2017 წლის სადღეღამისო რბოლის გამარჯვებული Porsche–ს გუნდი გახდა, ფინიშთან პირველი ტიმ ბერნჰარდის, ბრენდონ ჰარტლისა და ერლ ბამბერის ეკიპაჟი მივიდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები