LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჯემ ფესტის“ მოსამზადებელი სამუშაოები თითქმის დასრულებულია

77

ელექტრონული მუსიკის ქართული ფესტივალი „ჯემ ფესტი“, რომელიც წინა წელს დაფუძნდა, 9 აგვისტოს, ანაკლიაში კვლავ გაიხსნება. ამ დღეს ე.წ. ვორმ აფი გველოდება ქართველი დიჯეების მონაწილეობით, მეორე დღიდან, ანუ 10 აგვისტოდან 14 აგვისტოს ჩათვლით, ელექტრონული მუსიკის წამყვანი არტისტები ხუთ სცენაზე დაუკრავენ. ოთხდღიანი ფესტივალის პირობებში, გარდა მუსიკალური საღამოებისა, უამრავი კულტურული თუ სპორტული აქტივობაა დაგეგმილი. სპორტული აქტივობებისას მსურველებს მწვრთნელები დაეხმარებიან. ფესტივალის ტერიტორიაზე შედგება გერმანული და ფრანგული ფილმების პრემიერა, რომლებიც სპეციალურად ფესტივალისთვის შეიძინეს.

განმუხურ-ანაკლიის ხიდზე გოლფის მანქანები იმოძრავებს, რომლებიც გადაადგილებაში დაგეხმარარებათ. შარშან, როგორც გახსოვთ, პრობლემები შეიქმნა კარვების დაჩრდილვასთან დაკავშირებით, რამაც ფესტივალის სტუმრებს დისკომფორტი შეუქმნა. ეს საკითხი მოგვარებულია და კარვები ჩრდილქვეშ იქნება, დამონტაჟდა კაპიტალური საპირფარეშოები და შხაპებიც. იმუშავებს ბარებიც, ასე რომ, ჭამა-სმის პრობლემაც მოგვარებული იქნება, როგორც ორგანიზატორები გვპირდებიან და ფასებიც დარეგულირებულია.

ანაკლიაში 25 მილიონი დოლარის ღირებულების აპარატურაა ჩატანილი, რაც კარგი ჟღერადობის გარანტიას იძლება. უსაფრთხოების მაქსიმალური ზომებია მიღებული. ევროპიდან ჩამოსული მოხალისეები, ქართველებთან ერთად მუშაობენ.

ამ ყველაფრის დათვალიერების საშუალება მედიას მიეცა, რომლისთვისაც ერთდღიანი ინფოტური გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ ამ ორი წლის განმავლობაში, რაც ფესტივალზე მუშაობა მიმდინარეობს, ანაკლიაში ახალი გესტ ჰაუსების აშენება დაიწყეს, რაც ამ მხარის განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს – „ჯემ ფესტის“ ორგანიზატორები ფიქრობენ, რომ მომავალში, ფესტივალი ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდეს და ანაკლიის მხარე იბიცას ტიპის გასართობ ადგილად გადაიქცეს.

ნინო მურღულია

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g