LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯენეტ ჯექსონმა ევროპული კონცერტები დააანონსა

136
Untitled

შარშან, აპრილში ჯენეტ ჯექსონი სცენაზე ტრიუმფალურად დაბრუნდა. მან მუსიკალური კარიერის 50-ე, ასევე საყოველთაოდ აღიარებული საკულტო დისკის – Rhythm Nation 35 წლის იუბილეს აღსანიშნად, ტურნე – Janet Jackson: Together Again წამოიწყო, რომელიც ამჟამად ჩრდილოეთ ამერიკაში მიმდინარეობს. ტურნეს სახელი მისი 1997 წლის ჰიტის – Together Again რევერანსისთვის ეწოდა.

ახლახან, ცნობილი გახდა, რომ ლეგენდარული შემსრულებელი კონცერტებს ევროპაშიც გამართავს. 57 წლის არტისტის ინფორმაციით, ევროპული კონცერტების სერია სტარტს 25 სექტემბერს, საფრანგეთში აიღებს და 10 ოქტომბერს, ნიდერლანდებში დასრულდება. მისი პერფორმანსების სპეციალური სტუმარი – უაიკლეფ ჟანი იქნება.

ჯენეტ ჯექსონი ასევე დიდ ბრიტანეთში, ბელგიასა და გერმანიაში იმღერებს. ბოლოს ის მასშტაბური კონცერტებით ევროპელი მსმენელის წინაშე, 2011 წელს წარდგა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები