დიდი ხნის შემდეგ პირველად, ჯენეტ ჯექსონი BET Awards-ზე გამოჩნდა.
არტისტის მოულოდნელი გამოჩენა დაჯილდოებაზე ნამდვილი სიურპრიზი აღმოჩნდა.
გარდა იმისა, რომ ჯენეტი სცენაზე ტეიანა ტეილორისთვის სპეციალური ჯილდოს გადასაცემად ავიდა, მან დიდი ყურადღება ვიზუალითაც მიიპყრო.
შემსრულებელს ეცვა 90-იანების სტილის ფართო ზოლიანი შარვალი და მაისური 2Pac-ის პრინტით, რითაც პატივი მიაგო გარდაცვლილ კოლეგასა და პარტნიორს საკულტო ფილმიდან – Poetic Justice.
საგულისხმოა, რომ წელს 2Pac-ის ტრაგიკული გარდაცვალებიდან, 30-ე წელი აღინიშნება.
ცნობისთვის, ბოლოს ჯენეტ ჯექსონი BET Awards-ზე 2015 წელს გამოჩნდა, როცა პრესტიჟული პრემია – Ultimate Icon გადასცეს.