LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BET Awards-ზე ტეიანა ტეილორი სპეციალურ ჯილდოს მიიღებს

122
photo-collage.png (15)

მრავალმხრივი აქტიური შემოქმედებითი საქმიანობისთვის, ტეიანა ტეილორს მორიგ მნიშვნელოვან აღიარებას მიანიჭებენ.

BET-მა ტეილორი ,,წლის აიკონად” დაასახელა.

ეს ჯილდო დაარსდა იმ ხელოვანების გამოსარჩევად, რომლებიც კონკრეტულ მომენტში განსაზღვრავენ და ქმნიან თანამედროვე კულტურას. ტეიანა ტეილორი ამ პრიზის პირველი რეციპიენტი გახდება.

BET-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ტეილორის მოღვაწეობა მოიცავს მუსიკას, კინოს, ქორეოგრაფიას, მოდის ინდუსტრიასა და კრეატიულ რეჟისურას, რაც ხაზგასმულია ნომინაციით ,,ოსკარზე”, მოგებული ,,ოქროს გლობუსით”, ,,გრემის” ნომინაციითა და როლებით გახმაურებულ ფილმებსა თუ სერიალებში.

ტეიანა ტეილორს ოფიციალურად Icon of the Year 28 ივნისს დაგეგმილ BET Awards-ზე მიენიჭება. დაჯილდოება 26-ედ გაიმართება და ის ლოს-ანჯელესში, Peacock Theater-ში შედგება.

ლორინ ჰილს BET Awards-ზე სპეციალურ ჯილდოს გადასცემენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები