LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლორინ ჰილს BET Awards-ზე სპეციალურ ჯილდოს გადასცემენ

118
photo-collage.png (3)

ლორინ ჰილი BET Awards-ზე სპეციალურ ჯილდოს მიიღებს. ცნობილი გახდა, რომ ის Living Legend Icon Award-ის პირველი რეციპიენტი გახდება. ახლად დაწესებული პრემია აღირებს არტისტის წარუშლელ კვალს მუსიკასა და კულტურაზე.

მის ლორენ ჰილი ყოველთვის ცვლიდა წესებს — ის თავის მუსიკაში სოულს, ჰიპ-ჰოპსა და დაუფარავ სიმართლეს აერთიანებდა; თითოეულ ტრეკში მთელ გულსა და სულს დებდა. ახლა კი, ათწლეულების შემდეგ, რაც მისმა ხმამ კულტურა შეძრა, ჩვენ მას იმ აღიარებას ვანიჭებთ, რომელსაც ყოველთვის იმსახურებდა — წლევანდელ BET Awards-ზე მას პატივს ,,ცოცხალი ლეგენდის” ჯილდოთი მივაგებთ“ – აღნიშნულია BET-ის ოფიციალურ განცხადებაში.

ცნობისთვის, 26-ე BET Awards 28 ივნისს, ლოს-ანჯელესში გაიმართება.

BET Awards-ის გამართვის თარიღი და ნომინანტთა სია ცნობილია – დაჯილდოების ტოპ ნომინანტი ქარდი ბია

ლორინ ჰილის კარიერა მუსიკალური ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და გავლენიანი ისტორიაა. იგი მიიჩნევა ნეო-სოულის პიონერად და არტისტად, რომელმაც წაშალა ზღვარი რეპსა და სიმღერას შორის.

მან კარიერა ჯერ კიდევ მოზარდობისას დაიწყო. სანამ მუსიკაში დიდ წარმატებას მიაღწევდა, ჰილი იყო მსახიობი და ვუპი გოლდბერგთან ერთად მონაწილეობდა ფილმში – Sister Act 2: Back in the Habit (1993). სწორედ სამსახიობო ჰონორარებით დააფინანსა მან თავისი მუსიკალური ჯგუფის საწყისი ეტაპები.

ჰილი მსოფლიო ვარსკვლავი უაიკლეფ ჟანთან და პრას მიშელთან ერთად, The Fugees-ის შემადგენლობიდან გახდა. ტრიოს ალბომი – The Score (1996) იქცა ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად ჰიპ-ჰოპ ალბომად ისტორიაში, ხოლო მათი ვერსია სიმღერაზე – Killing Me Softly (1996) გლობალურ ჰიტად იქცა.

ჰილის სადებიუტო და ერთადერთი სოლო სტუდიური ალბომი – The Miseducation of Lauryn Hill (1998) მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესოდ მიიჩნევა. ამ ალბომით მან მოიგო 5 ,,გრემი” ერთ საღამოს, რაც მაშინ რეკორდი იყო ქალი შემსრულებლისთვის. ამასთან, გახდა პირველი ჰიპ-ჰოპ არტისტი, რომელმაც მოიგო გრემი კატეგორიაში – ,,წლის ალბომი”.

მიუხედავად იმისა, რომ ჰილმა მალევე დატოვა აქტიური შოუ-ბიზნესი და წლების განმავლობაში იშვიათად ჩნდებოდა საზოგადოების წინაშე, მისმა სტილმა გზა გაუკაფა ისეთ არტისტებს, როგორებიც არიან ბიონსე, დრეიკი, ადელი და SZA. მისი უნარი, ორგანულად შეერწყა ჰიპ-ჰოპი, R&B, სოული და რეგეი, დღემდე თანამედროვე მუსიკის ,,ოქროს სტანდარტად” რჩება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები