ჯენიფერ ენისტონის ორსულობა კვლავ მედიის განხილვის მთავარი თემაა. მას შემდეგ, რაც პაპარაცებმა ჯენიფერ ენისტონი ბაჰამის კუნძულებზე გადაიღეს, არ ცხრება სხვადასხვა ვერსიები. თავად 47 წლის მსახიობი არც უარყოფს და არც ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას. სამაგიეროდ ცნობისმოყვარე პაპარაცები არ ტოვებენ შანსს, ცნობილი მსახიობი ყველა შესაძლო რაკურსით დააფიქსირონ.
ჯენიფერ ენისტონის ახალი ფოტოები ამჯერად სალონში ვიზიტის შემდეგაა გადაღებული. მსახიობს მისთვის უჩვეულო დიდი ზომის შავი კაბა აცვია. ასეთი სამოსით მისი ხილვა დიდი იშვიათობაა. თეთრ სპორტულ ფეხსაცმელში, დიდ შლაპასა და ფერად სათვალეებში ის ფანტასტიკურად გამოიყურება.
