ჯენიფერ გარნერი და ბენ აფლეკი ოფიციალურად გაყრას არ ჩქარობენ. მათ შორის განხეთქილების შემდეგ უკვე 9 თვე გავიდა, თუმცა ბენი კვლავ მათი საერთო სახლის სტუმრებისთვის განკუთვნილ ნაწილში ცხოვრობს. ამას გარდა, ოჯახმა სრული შემადგენლობით გაატარა შობა-ახალი წელი.
წყვილთან დაახლოებული წყარო ირწმუნება, რომ საქმე არა მხოლოდ მათ მიერ დადებულ პირობაშია, რომ ბავშვების ტრავმის ასარიდებლად ყველაფერი გააკეთონ, არამედ ჯენიფერი ღრმად არის დარწმუნებული, რომ ბენთან ოჯახური ურთიერთობის გაგრძელება კვლავ შეიძლება. იგი მზად არის, ქმარს ძიძასთან რომანი აპატიოს. თუმცა, იგივე წყარო ირწმუნება, რომ ცოლთან დაბრუნება თვითონ აფლეკს აღარ სურს.
