9 მარტს ცნობილი გახდა, რომ ჯენიფერ ლოპესი და ალექს როდრიგესი დაინიშნენ.
მან თქვა ,,დიახ” – ჯენიფერ ლოპესი და ალექს როდრიგესი დაინიშნენ (ფოტო)
ვარსკვლავური წყვილის ნიშნობა მოულოდნელი არ ყოფილა მათი თაყვანისმცემლებისთვის, რადგან უკვე 2 წელია, რაც ჯეი ლო და ა-როდი ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებს ერთად იზიარებენ.
იმ ფონზე, როცა ნიშნობიდან ერთ კვირაზე მეტი გავიდა, ისინი პირველად ამ დღეებში, ნიუ-იორკში, იტალიურ რესტორანში, Carbone სავახშმოდ მიმავალი დააფიქსირეს.
პაპარაცებმა ობიექტივი 49 წლის შემსრულებლის მარცხენა არათითზე მიმართეს და კადრში, 43 წლის ექს-ბეისბოლისტის ნაჩუქარი 4.5 მილიონი დოლარის ღირებულების, 15 კარატიანი ბრილიანტის ბეჭედი დააფიქსირეს.
შეგახსენებთ, რომ ჯენიფერ ლოპესს ალექს როდრიგესმა ხელი რომანტიკული შვებულებისას სთხოვა.
ჯენიფერ ლოპესისა და ალექს როდრიგესის ნიშნობის კადრები გავრცელდა (ფოტო)