ერთ-ერთი ყველაზე ცხელი რომანი მალე ქორწილით დასრულდება. საქმე ისაა, რომ ზუსტად ორი წლის შემდეგ, ალექს როდროგესმა ჯენიფერ ლოპესს ხელი სთხოვა.
43 წლის ექს-ბეისბოლისტმა თავის 49 წლის რჩეულს შეთავაზება რომანტიკული დასვენებისას გაუკეთა, რაზეც, არავის გაჰკვირვებია, რომ თანხმობა მიიღო.
ბედნიერმა ვარსკვლავურმა წყვილმა ნიშნობის ამსახველი ფოტო ქსელში ერთდროულად განათავსა. ფოტოზე, მომავალ მეუღლეებს ხელი აქვთ ჩაკიდებული, ჯეი ლოს მარცხენა არათითს კი უზარმაზარი, ბრილიანტის ბეჭედი ამშვენებს.
,,მან თქვა ,,დიახ” ♥️‘, – ასე დაასათაურა პოსტი ა-როდმა.
შეგახსენებთ, რომ ალექს როდრიგესი და ჯენიფერ ლოპესი ერთმანეთს ამ უკანასკნელის ყოფილმა მეუღლემ, მარკ ენტონიმ გააცნო, თუმცა მათ შორის რომანი 2017 წლის თებერვალში გაჩაღდა. მას შემდეგ, თაყვანისმცემლები მოუთმენლად ელოდებოდნენ, როდის დაინიშნებოდნენ ისინი. როგორც იქნა ეს დღეც დადგა.