ჯეინფერ ლოპესი 2018 წლის ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი ვარსკვლავია. წამყვანი მედია გამოცემები თითქმის ყოველდღე აქვეყნებდნენ ახალ ამბებს ცნობილი მომღერლისა და მსახიობის პირადი თუ შემოქმედებითი ცხოვრებიდან. არანაკლებ საინტერესო მისი ლუქი გახდა, რომელმაც 2018 წელს ყველაზე მკაცრ კრიტიკოსებსაც არ დაუტოვა სათქმელი. წელს ლოპესმა მოდის ყველა რეკორდი მოხსნა და ერთმანეთის მიყოლებით პალტოების ულამაზესი კოლექცია გვაჩვენა.
მომღერალი ნოემბერ-დეკემბერში სხვადასხვა ბრენდის რამდენიმე პალტოთი ვიხილეთ. მათ შორის ჭარბობდა თეთრი პალტოები, რომლებიც ბეწვის ელემენტებით იყო გაფორმებული. განსაკუთრებულად ელეგანტური იყო ლოპესის ბორდოსფერი პალტო-მოსაცმელი, ასევე ნაცრიფერი, ცისფერი და ლეოპოლდის პრინტით გაფორმებუილი პალტოები.








