LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯენიფერ ლოპესის ბრწყინვალე  დებიუტი ,,კოაჩელაზე”

156
photo-collage.png (1)

,,კოაჩელაზეჯენიფერ ლოპესის დებიუტი შედგა. მრავალწლიანი მუსიკალური კარიერის მიუხედავად, ჯეი ლო ამ ლეგენდარულ ფესტივალზე პირველად გამოვიდა.

56 წლის მომღერალი სცენაზე მოულოდნელად, ფრანგი დიჯეის, დევიდ გეტას სეტის დროს გამოჩნდა.

მათ ერთად შეასრულეს თავიანთი ახალი, პირველი ერთობლივი კოლაბორაცია სახელწოდებით – Save Me Tonight.

ჯენიფერ ლოპესმა დევიდ გეტასთან კოლაბორაცია და კლიპი გამოუშვა, რომელიც საზაფხულო ტურნეს კადრებს აერთიანებს

შემსრულებელმა ამ მომენტს თავისი ,,ბედნიერების ერა” უწოდა და აღნიშნა, რომ ეს დღე მისთვის ძალიან განსაკუთრებული იყო.

ლოპესს პერფორმანსისას ეცვა ვერცხლისფერი ბზინვარე ბოდე, რომელიც დიზაინერ, ჯულიენ მაკდონალდს ეკუთვნოდა და პიტნისფერი ბუმბულებიანი მოსასხამი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები