LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯენიფერ ლოპესმა ბიძაშვილს რონალდოსთან შეხვედრა აჩუქა (ვიდეო)

28

ჯენიფერ ლოპესმა თავის ბიძაშვილს დაუვიწყარი საჩუქარი გაუკეთა. ტიანა რიოსს წლების განმავლობაში ფეხბურთელ კრიშტიანო რონალდოს პირადად გაცნობა სურდა. ბუნებრივია, ლოპესისთვის ამგვარი ოცნების ასრულება პრობლემას არ წარმოადგენს, მით უმეტეს, რომ მთავარი ობიექტი მისი დიდი ხნის მეგობარია.

მომღერალმა სპორტსმენი თავისი ბიძაშვილის დაბადების დღეზე დაპატიჟა და მას დაუვიწყარი ემოციები აჩუქა. შესაბამისი ვიდეო კი თვითმხილველებმა გადაიღეს და YouTube-ზე ატვირთეს.

შეხვედრა მადრიდის ერთ-ერთ ღამის კლუბში მოხდა. ეს ის საღამოა, როდესაც რონალდო მსოფლიოს საუკეთსო ფეხბურთელად დაასახელეს.
ამერიკელი მომღერალი კი კლუბში მადრიდის “რეალის” მაისურით მივიდა.

 

https://www.youtube.com/watch?time_continue=1&v=WzDqrlBXEzg

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები