LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯენიფერ ლოპესმა შოპინგის დროს სავაჭრო ცენტრი დახურა (ფოტო)

lopez

49 წლის ჯენიფერ ლოპესი და მისი 43 წლის რჩეული ალექს როდრიგესი ლოს-ანჯელესში ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში იმყოფებოდნენ. საინტერესოა, რომ შეყვარებულები სავაჭრო ცენტრში გამოჩენისთანავე, დაწესებულება დაიკეტა. ლოპესმა მაღაზიებში რამდენიმე საათი გაატარა და ამ დროის  განმავლობაში სხვებისთვის იქ შესვლა აკრძალული იყო.

ჯენიფერ ლოპესი ფანტასტიკურად გამოიყურებოდა ტყავის კომბინეზონში, რომელთანაც „ფენდის“ ჩანთა ჰქონდა შეხამებული.

ინტერნეტში უკვე გავრცელდა ფოტოები, როგორ ელოდება ათასობით ადამიანი ლოპესს სავაჭრო ცენტრის შესასვლელთან.

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები