LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯენიფერ ლოურენსი „კრისტიან დიორის“ ოქროსფერ კაბაში (ფოტო)

80

BAFTA-ს ცერმონიალის მეორე დღეს ჯენიფერ ლოურენსმა კიდევე ერთხელ მოახდინა ფურორი. ამჯერად მსახიობი ლონდონში,  ახალი ფილმის „წითელი ბეღურას“ პრემიერას დაესწრო. ის წითელ ხალიჩაზე „კრისტიან დიორის“ ოქროსფერ, დეკოლტირებულ საღამოს კაბაში გამოჩნდა. კაბას ლოურენსმა Sara Weinstock-ის სამკაული შეუხამა. ხვეული თმითა და მინიმალისტური მაკიაჟით ის შეუდარებელი იყო. 27 წლის ოსკაროსან მსახიობს წითელ ხალიჩაზე ჯოელ ედგერტონი უწევდა პარტნიორობას, რომელიც ამავე ფილმში მთავარ როლშია.

„წითელი ბეღურა“ რეჟისორ ფრენსის ლოურენსის ახალი ფილმია, რომელიც ჯეისონ მეთიუსის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით გადაიღეს. ფილმის მსოფლიო  პრემიერა 2018 წლის 2 მარტსაა დაგეგმილი. კინოსურათი კი რუსული სადაზვერვო სამსახურის ჯაშუშისა და ამერიკელი საიდუმლო აგენტის ურთიერთობაზე  გვიყვება.

(ფოტოები)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები