სულ ცოტა ხნის წინ, დადასტურდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ნეტფლიქსი“ ახალ კომედიას Don’t Look Up იღებს. ფილმში მთავარ როლს ოსკაროსანი მსახიობი, ჯენიფერ ლოურენსი შეასრულებს.
ასევე ცნობილი გახდა, რომ მსახიობი ასტრონავტის როლს მოირგებს. სიუჟეტი ასეთია: დედამიწას გიგანტური ასტეროიდი უახლოვდება, ჯენიფერ ლოურენსის გმირს კი სურს, ამის შესახებ პლანეტის მოსახლეობა გააფრთხილოს.
ფილმის გადაღებები აპრილში დაიწყება, პრემიერა კი წლის ბოლომდე შედგება.