LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ჯეო სპორტი’’ საცალო ბაზარზე დაბრუნებას გეგმავს

562

ტანსაცმლის საწარმო ,,ჯეო სპორტი’’ საცალო ბაზარზე დაბრუნებას გეგმავს. გაყიდვების სამსახურის ინფორმაციით, მაღაზიის გახსნა პეკინის ქუჩაზე იგეგმება. მაღაზიაში სპორტული ტანსაცმელი ქალებისთვის, მამაკაცებისთვის და ბავშვებისთვისაც გაიყიდება.

ამ დროსთვის ,,ჯეო სპორტის’’კუთვნილი ფაბრიკა ტანსაცმელს სხვადსხვა მსხვილი ორგანიზაციებისთვის და სპორტსმენებისთვის კერავს.

კომპანია ქართულ ბაზარაზე 5 წელია არსებობს. ,,ჯეო სპორტის’’ მაღაზია სავაჭრო ცენტრ ,,მეგალაინში’’ მდებარეობდა და გაყიდვების შემცირების გამო 2010 წელს დაიხურა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g