LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჯერ ბრალი წარდგენილი არ არის… დაკავება რა თქმა უნდა პოლიტიკურია…“ – დაკავებული„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ადვოკატი

233
მზია ამაღლობელი

„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელს, ჟურნალისტ მზია ამაღლობელს ბრალი ჯერ არ წარდგენია, საქმის მასალები სანამ არ გადმოგვეცემა, ვერანაირ პოზიციაზე ვერ ვისაუბრებთ“, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ადვოკატმა ჯუბა ქათამაძემ განუცხადა.

ადვოკატის განცხადებით, „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის დაკავება პოლიტიკური ნიშნით მოხდა.

„ჯერ არ არის ბრალი წარდგენილი. საქმის მასალები სანამ არ გადმოგვეცემა, ვერანაირ პოზიციაზე ვერ ვისაუბრებთ. აღკვეთი ღონისძიების ნაწილში, თუ პატიმრობას მოითხოვენ, ჩვენ ამას არ დავეთანხმებით. [დაკავება], რა თქმა უნდა, პოლიტიკურია. ბრალის წარდგენასთან ერთად მტკიცებულებებიც უნდა გადმოგვეცეს“, – განაცხადა ჯუბა ქათამაძემ.

„აუცილებელია მეტი ზეწოლა ჩვენი ევროპელი მეგობრების მხრიდან ახალი არჩევნების მოთხოვნით“ – სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი „ბათუმელების“ დირექტორი, მზია ამაღლობელის დაკავებასაც ეხმაურება და ტერორად აფასებს.

შეგახსენებთ, „ბათუმელების“ დირექტორი, მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით არის დაკავებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.

დღეს, 19:00 საათზე, ბათუმის იზოლატორთან, მედიის წარმომადგენლები აქციას გამართავენ სახელწოდებით – „თავისუფლება მზია ამაღლობელს“.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, გამოცემის დირექტორი მზია ამაღლობელი, რომელიც ცოტა ხნის წინ ხელწერილით გაათავისუფლეს, ისევ დააკავეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g