„ქართული ოცნების“ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვლადიმერ ბოჟაძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც თქვა, რომ „14 ოქტომბერს გამართულმა აქციამ, საბოლოოდ დაარწმუნა, რომ არჩევნებსაც მოიგებს და თავისუფალიც იქნება“.
გუშინდელმა დღემ დამარწმუნა, რომ არჩევნებსაც მოვიგებთ და მეც თავისუფალი ვიქნები – სააკაშვილი ემიგრანტებს მიმართავს
„ჯერ გაქცეული, მერე შემოპარული და განუბაჟებელი პრეზიდენტი ნეტავ რომელ არჩევნებს იგებს? ზუგდიდის მერის? თუ 2024 წლის? არადა 2040 წლის არჩევნებსაც ვერ მოიგებს. ასე ცუდად მოქმედებდეს ვინმეზე ევროპული სტანდარტების ციხე ჯერ არ გამიგონია, ვინც მოიხადა ან იხდის მათგანაც კი, ასეთი ბოდვა არავისგან გვსმენია“, – წერს ვლადიმერ ბოჟაძე Facebook-ზე.