LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯერ პირობითი: გააგდებენ თუ არა რუსებს ევროპის ჩემპიონატიდან

92

უეფამ რუსეთს პირობითი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა.

გადაწყვეტილება ევროპის ჩემპიონატის დასრულებამდე იმოქმედებს.

თუ საფრანგეთში რუსი გულშემატკივრების მონაწილეობით არეულობა კვლავ გაგრძელდება, რუსეთის ნაკრებს ჩემპიონატიდან მოხსნიან.

როგორც უეფას განცხადებაშია ნათქვამი, დისკვალიფიკაცია იმ შემთხვევაში ამოქმედდება, თუ უწესრიგობა რომელიმე მატჩის დროს მოხდება. გადაწყვეტილება ეხება იმ შემთხვევებს, რომელიც სტადიონის ტერიტორიაზე მოხდება. რუსებს აპელაციის უფლება აქვთ.

უეფამ რუსეთის საფეხბურთო კავშირს 150 ათასი ევროს ოდენობით ჯარიმაც გამოუწერა.

შეგახსენებთ, შაბათს, მარსელში, რუსეთ-ინგლისის მატჩის შემდეგ გულშემატკივრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც რამდენიმე ათეული ადამიანი დაშავდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g