LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯერ ვფიქრობ – ნანა კოსტავა საკრებულოს დატოვებაზე

301
ნანა-კოსტავა

ნანა კოსტავა არ ადასტურებს, რომ ქუთაისის საკრებულოს დეპუტატის მანდატს ტოვებს. როგორც კოსტავამ On.ge-ს უთხრა, საკრებულოს დატოვებაზე “ჯერ ფიქრობს”.

ნანა კოსტავა დღეს, 31 მაისს ქართულმა ოცნებამ ფრაქციის თავმჯდომარეობიდან მოხსნა. თუმცა, ის დეპუტატის მანდატს მაინც ინარჩუნებს.

ნანა კოსტავა გადააყენეს

ფრაქციას დღეიდან ძელქვიანის მაჟორიტარი დეპუტატი ნიკოლოზ ჩეჩელაშვილი უხელმძღვანელებს.

ის ქუთაისის გენდერული თანასწორობის საბჭოდანაც გარიცხეს.

ქუთაისის საკრებულოს დეპუტატმა, ნანა კოსტავამ Facebook-ზე სოციალური მედიის მენეჯერის, სალომე ბარკერის ვიდეო გააზიარა წარწერით: “კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!”

საკრებულოს წევრის მიერ ვიდეოს ამ აღწერით გაზიარება დროში ბარკერის დის გარდაცვალებას დაემთხვა.

"კაი დღეში ხარ ახლა, იცინე" - საკრებულოს დეპუტატი სალომე ბარკერზე

ვებრძვი მართლმადიდებლობის შეურაცხმყოფელ ვიდეოებსა და გამონათქვამებს, ჩემი პოსტიც ამას ემსახურებოდა და მეტს არაფერს.

მოგვიანებით კოსტავამ ბოდიში მოიხადა. მან ისევ გაიმეორა, რომ სალომე ბარკერის დის გარდაცვალების შესახებ არაფერი იცოდა. თუმცა On.ge-სთან საუბრისას ბარკერზე მან აღნიშნა, რომ “რაღაცნაირად ბოროტი ძალებისგან გადაუხადეს სამაგიერო”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g