LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯერემი კლარკსონი შეიძლება ციხეში აღმოჩნდეს

16

ცნობილი ტელეწამყვანის ჯერემი კლარკსონის გარშემო სკანდალები არ ცხრება. ამჯერად საქმე ეხება მის ავტომობილზე მიკრულ სანომრე ნიშანს, რომლის მიხედვითაც არგენტინის მთავრობა მას 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ემუქრება.

უცხოური გამოცემების ცნობით, ჯერემი არგენტინაში ახალი გადაცემის ჩაწერებზე იმყოფებოდა. არგენტინელების გაღიზიანება კი ავტომობილის სანომრე სერიამ FKL გამოიწვია, რაც მათი თქმით არგენტინისა და ბრიტანეთს შორის ფოლკლენდის ომთან ასოცირდება.

არგენტინის მთავრობა ტელეწამყვანს ამ ფაქტის გამო სასამართლოში უჩივლებს.  გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ ჯერემი კლარკსონი 3 წლით ციხეში აღმოჩნდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები