LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯგუფ Ricchi e Poveri-ის სოლისტი ფრანკო გატი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა

546
ფრანკო-გატი

ცნობილი ხდება, რომ ლეგენდარული იტალიური ჯგუფის Ricchi e Poveri-ის სოლისტი ფრანკო გატი გარდაიცვალა. მუსიკოსი 80 წლის იყო. მას უდიდესი როლი აქვს შეტანილი ცნობილი ჯგუფის პოპულარიზაციაში

ფრანკო გატი 1942 წელს დაიბადა და ამბობენ, რომ ადრეული ასაკიდან გატაცებული იყო მუსიკით. პროფესიით გატი ქიმიკოსი იყო და ის წლები ნავთობკომპანიაში მუშაობდა. მუსიკით გატაცება მალევე პროფესიაში გადაიზარდა, როცა ფრაკო საქსოფონისტ ანჯელო სოტჯუს შეხვდა, მეგობრები ბარებსა და რესტორნებში გამოდიოდნენ, მალევე მათ ანჯელა ბრამბატი და მარინა ოკიენი შეუერთდნენ. ჯგუფმა პირველი საგასტროლო ტურნე 60-იან წლებში დაიწყო, 1970 წელს Ricchi e Poveri უკვე „სანრემოს“ პრესტიჟულ ფესტივალზე გამოგდიოდა. თავად ფრანკომ ჯგუფი 2016 წელს დატოვა და 2020 წელს ისევ დაბრუნდა შემადგენლობაში. ცნობილია, რომ ფრანკო წლები კრონის დაავადებას ებრძოდა, რაც გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი.

RICCHI E POVERI თბილისში ორ საქველმოქმედო კონცერტს გამართავს ბერი ანდრია ფონდის შვილობილების დასახმარებლად

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები