საქველმოქმედო ფონდი „ცხოვრება მშვენიერია“ 2022 წლის 11-12 ნოემბერს, 20:00 საათზე. სასტუმრო The Biltmore და თბილისის სპორტის სასახლეში საქველმოქმედო კონცერტებს გამართავს ბერი ანდრიას ფონდის შვილობილების – ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად. ზემოაღნიშნულ კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ლეგენდარული იტალიური ჯგუფი ,,RICCHI E POVERI”. ღონისძიებიდან შესული თანხა მთლიანად მოხმარდება ბერი ანდრიას ფონდის შვილობილების რეაბილიტაციას.
Media error: Format(s) not supported or source(s) not found
გადმოწერეთ ფაილი: https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2022/10/---ren-logo-tkt--2022-10-19_14-09-25_830371.mp4?_=9მცირე ხნის წინ გამოქვეყნდა ლეგენდარული იტალიური ჯგუფის წევრების მიმართვა ქართველ მაყურებელს, სადაც ისინი მოახლოებულ კონცერტებს აანონსებენ.
ღონისძიებაში მონაწილეობას ზუკა ხუციშვილის ბენდი და ქართველი მომღერლებიც მიიღებენ.
Media error: Format(s) not supported or source(s) not found
გადმოწერეთ ფაილი: https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2022/10/-----2022-10-19_14-09-58_949468.mp4?_=10