LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯგუფი N’SYNC გაერთიანებას გეგმავს

138

თუ ოდესმე კითხვას დასვამდით იმის შესახებ, გაერთიანდებოდა თუ არა N’SYNC კიდევ ერთხელ, პასუხად მიიღებდით – „ჰკითხეთ ჯასტინს“. 8 აგვისტოს, თავად ტიმბერლეიკის “ინსტაგრამის” გვერდზე გაჩნდა ინფორმაცია, რომელიც პოპულარული ბოი-ბენდის თაყვანისმცემლებს გაახარებს – 90-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯგუფი მისი წევრის, ჯეი სი ჩეიზესის 40 წლის იუბილესთვის გაერთიანდება.

ცნობილი ხდება ისიც, რომ 2017 წელს, N’SYNC დიდების ხეივანზე ვარსკვლავსაც მიიღებს, რომელსაც ჯგუფი სრული შემადგენლობით დაესწრება.

https://www.instagram.com/p/BI4JPWuBivk/?taken-by=justintimberlake

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები