„ბიბისის“ ინფორმაციით, ბრიტანული ჯგუფი One Direction გაერთიანებას გეგმავს. ბიჭები უკვე მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ამის მიზეზი, ჯგუფის 10 წლიანი იუბილეა.
„ყველანი ვგრძნობთ, რომ 10 წელი განსაკუთრებული მომენტია“, – განაცხადა ჯგუფის წევრმა, ლაიამ პეინმა. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის.
შეგახსენებთ, One Direction-ი ბრიტანულ X Factor-ში, 2010 წელს შეიქმნა, 5 წლის შემდეგ კი დაიშალა.