LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯგუფური ფსიქოთერაპია არტ თერაპიის ტექნიკების გამოყენებით უკვე სახელოვნო ცენტრში „სახელოვნო“ – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

284

ჯგუფური ფსიქოთერაპია არტ თერაპიის ტექნიკების გამოყენებით უკვე სახელოვნო ცენტრში „სახელოვნო“ – ამ თემაზე გადაცემაში „7რჩევა ფსიქოლოგისგან“ სახელვნოს „დამფუძნებელმა“ ხატია კალანდაძემ და  ფსიქოთერაპევტმა სალომე ლურსმანაშვილმა ისუბრეს.

ხატია, უფრო დეტალურად აგვიხსენით, რა არის  სახელოვნო?

ხატია კალანდაძე:

ეს არის ადგილი, სადაც ნებისმიერი ასაკის ადამიანს(4 წლიდან განუსაზღვრელად) შეუძლია მიიღოს როგორც დადებითი ემოცია და განიტვირთოს, ასევე, დაეუფლოს ახალ პროფესიას. განსაკუთრებით პატარებს კი განუვითარდეთ ფანტაზია, კრეატიული აზროვნება და ფიზიკური უნარები.

ჩვენს სახელოვნო ცენტრში ისწავლება ხატვა-აპლიკაცია, ხატვა-ფერწერა, ძერწვა, პაპიე-მაშე, პოლიმერულ თიხაზე მუშაობა, მხატვრული მინის დამუშავება, ფოტოგრაფია.

ვინ არიან მასწავლებლები?

ჩვენი გუნდის თითოეული წევრი სიფრთხილით შევარჩიეთ, რადგან მაღალ პროფესიონალიზმთან ერთად ჩვენთვის მნიშვნელოვანი მათი გამოცდილება და ბავშვებთან დამოკიდებულება იყო. სტუდიაში ყველა საგანი ინტერაქტიული მეთოდით ისწავლება. მთავარი მიზანი ერთია, განსაკუთრებით ბავშვებისთვის ნებისმიერი საგნის შესწავლა არ იყოს მოსაწყენი ვალდებულება. პირიქით, ხელი შევუწყოთ მათი უნარების რეალიზებას, ემოციური ინტელექტის განვითარებას და ეს ყველაფერი მეგობრულ გარემოში შევძლოთ. რაც შეეხებათ მოზრდილებს, ჩვენი მასწავლებლები მაქსიმალურად ცდილობენ შეასწავლონ მათ პროფესია, რომელიც სასიამოვნოსთან ერთად წარმატების მომტანიც იქნება.

ჩვენ ყველას ველით მისმაართზე: დიდ დიღომში, მირიან მეფის N82-ში.

მსირველებს დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ: 555 403 405 ან 599 610 808

სალომე, რაც შეეხება უშულოდ პროგრამას, ჯგუფური ფსიქოთერაპია არტ თერაპიის ტექნიკების გამოყენებით, როგორც ვიცი, ეს არის სიახლე სახელოვნოში…

სალომე ლურსმანაშვილი:

დიახ, ეს არის სიახლე. დღევანდელ რეალობაში ყველას გვიწევს სხვადასხვა სიახლის მიღება და ზოგჯერ მათთან გამკლავება, ეს კი ბავშვებისთვის ხშირ შემთხვევაში არც თუ ისე მარტივია.

ჯგუფური ფსიქოთერაპიის მეშვეობით ბავშვეობი შეძლებენ სიახლეებთან (ახალ გარემოში) ადაპტირებას, თავიანთი პოზიციის დაფიქსირებას და სხვისი პოზიციის გაგებას და გათვალისწინებას.

ჯგუფური ფსიქოთერაპია დაეხმარებათ დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდაში,თავიანთი პიროვნული ნიშან – თვისებების აღმოჩენაში და დანახვაში.

რაში ეხმარება ბავშვებს ჯგუფური თერაპია?

ხშირად ბავშვები ერთმანეთის მოდელირებით იუმჯობესებენ სოციალურ კომუნიკაციის უნარებს,რაც ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს მათთვის სხვადასხვა დაბრკოლების გადალახვაში.

ჯგუფის მეშვეობით სპეციალისტები და მშობლები უფრო უკეთ გავიგებთ ბავშვის სურვილებს და საჭიროებებს, თერაპიულ გარემოში კი თითოეული მათგანი იქნება სწორად დანახული და მოსმენილი, ვფიქრობთ ეს ისაა,რაც მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ.