LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯიესენი – უმაღლესი ხარისხის სავაჭრო მოწყობილობები

1347
278799697_757024968624475_6029084037014938643_n

სალარო აპარატებისა და სავაჭრო მოწყობილობების კომპანია ჯიესენი ბულგარული კომპანიის Daisy Technology-ს ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში და ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს.

ჯიესენის ფილიალებში შეგიძლიათ, შეიძინოთ GPRS სისტემით აღჭურვილი სალარო აპარატები. ასევე, დამხმარე მოწყობილობები, როგორებიცაა: ელექტრონული სასწორი, შტრიხკოდის სკანერი, ფულის უჯრა, სეიფი და ა.შ.

სალარო აპარატები

სალარო აპარატი აუცილებელი ნივთია ნებისმიერი ტიპის სავაჭრო საქმიანობისთვის. ჯიესენის მრავალფეროვანი სალარო აპარატებიდან ერთ-ერთი გამორჩეულია Daisy Expert SX დიდი ეკრანი, კომფორტული კლავიატურითა და უპრობლემო მუშაობის პროცესით. მის კომპაქტურ ზომაში ჩაშენებული GPRS, ანტენა და გამძლე აკუმულატორი. ყოველივე ზემოაღნიშნული, მას შესაფერისს ხდის ნებისმიერი სახის ბიზნესსა, თუ საკურიერო სერვისში შეუფერხებლად და წარმატებით გამოყენებისთვის.

ელექტრონული სასწორი

ჯიესენის მიერ წარმოდგენილი ელექტრო სასწორები მოსახერხებელი დიზაინით გამოირჩევა, შტრიხკოდის მბეჭდავ ელექტრონულ სასწორს ACLAS აქვს ორხაზიანი LCD დისპლეი, რომლის საშუალებითაც ერთდროულად აჩვენებს წონას, ერთეულის ფასსა და საბოლოო ფასს. მისი მიერთება შესაძლებელია პერსონალურ კომპიუტერთან და POS სისტემასთან. დაცულია მწერებისა და ნესტისგან. მუშაობის პროცესში არის ძალიან კომფორტული და მარტივი. გამოირჩევა დაბალი ენერგომოხმარებით.

სეიფები

ჯიესენი ასევე მომხმარებელს სთავაზობს სეიფებს. თუ ცეცხლგამძლე გსურთ, YB-350A-M მოდელზე უნდა შეაჩეროთ არჩევანი, რომელსაც ერთი თარო აქვს. სეიფის გახსნისა და დახურვისთვის საჭიროა როგორც მექანიკური კოდის, ასევე კომბინირებული საკეტის წვდომა.

ფულის უჯრა

ფულის უჯრა აუცილებელია სავაჭრო ობიექტებისთვის. მისი შერჩევა შესაძლებელია სათავსოების რაოდენობის მიხედვით, მაგალითად ლითონის ფულის უჯრა – Max -ს აქვს  5 ქაღალდის ფულის და 8 რკინის ფულის შესანახი სათავსო. მიუხედავად ამისა, იგი საკმაოდ კომპაქტურია.

ფულის უჯრა უერთდება სალარო აპარატს, ფისკალურ პრინტერს, თერმო პრინტერს, პერსონალურ კომპიუტერსა და POS სისტემას, ასევე მისი გამოყენება შესაძლებელია დამოუკიდებლადაც.

შტრიხკოდის სკანერი

არსებობს როგორც დასადგამი და კომპიუტერზე მისაერთებელი შტრიხკოდ სკანერი, ასევე – უსადენო. უკაბელო შტრიხკოდ სკანერი KD-5230ZB კომპიუტერს უკავშირდება USB მიმღები კაბელის გარეშე – WIRELESS-ის მეშვეობით. მისი გამოყენება შესაძლებელია კომპიუტერიდან 30 მეტრის დაშორებით. შტრიხკოდ სკანერს შეუძლია 1D და 2D შტრიხკოდების წაკითხვა, როგორიცაა: QR კოდები. მისი წონა 140 გრამს შეადგენს.

ჯიესენი ყოველთვის ინარჩუნებს ხელმისაწვდომ ფასებსა და მაღალ ხარისხს. კომპანია ორიენტირებულია სიახლეების დანერგვასა და მაქსიმალური კომფორტის შექმნაზე თითოეული მომხმარებლისათვის.

მომსახურების გამარტივებისა და მაქსიმალური კომფორტის შესაქმნელად, ჯიესენი მომხმარებელს სთავაზობს დამატებით სერვისს – ჯიესენ ექსპრესს. სერვისი გულისხმობს სალარო აპარატის დიაგნოსტიკასა და შეკეთებას როგორც ადგილზე, ისე დისტანციურად.

ჯიესენ ექსპრესი მნიშვნელოვნად ზოგავს თქვენს დროსა და ხარჯებს. თქვენ მოგემსახურებათ მაღალკვალიფიციური ტექნიკოსებით დაკომპლექტებული გუნდი, რომელიც შეძლებს გადაჭრას თქვენს საკონტროლო სალარო აპარატთან დაკავშირებით ნებისმიერი პრობლემა.

R

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g