LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯიჯი ჰადიდი, სოლანჟ ნოულზი და ლეანდრა მედინა – ვარსკვლავები გიორგი ქებურიას სათვალით

421

ცნობილი გამოცემა graziadaily ქართველი დიზაინერის, გიორგი ქებურიას შესახებ წერს.

ეს არის სათვალე, რომელსაც დღეს ყველა ატარებს. როდესაც მაგარი გოგოების სამეულს ჯიჯი ჰადიდს, სოლანჟ ნოულზსა და ლეანდრა მედინას შენი ბრენდი ძალიან მოსწონს, ეჭვგარეშეა რომ სწორ გზას ადგახარ. სწორედ მსგავსი რამ შეემთხვა დიზაინერ გიორგი ქებურიას, რომლის 90-იანების სტილის წვრილი სათვალეც გასული კვირეების მთავარ ტრენდად იქცა.

ქართველი დიზაინერი თბილისის Fashion week-ის ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი იყო და 90-იანების გავლენით შექმნილი საინტერესო კოლექციაც შექმნა. თუმცა, მის მთავარ მიღწევად სწორედ სათვალე იქცა. ტრენდს აყვა ქანიე ვესტიც, რომელმაც კიმს მეილი გაუგზავნა და უთხრა, რომ დიდი ფორმის სათვალეს უკვე აღარავინ ატარებს და დროა მოდას ფეხი მანაც აუწყოს. თუკი თქვენც დიდი ზომის სათვალის მომხმარებელი ხართ, სიახლის მიღება სავარაუდოდ, გაგიჭირდებათ. თუმცა, გაითვალისწინეთ რომ ქებურიას სათვალე სახეს ვიზუალურად აგრძელებს და მის ფორმას ბევრად უფრო ლამაზად წარმოაჩენს.

 

@kourtneykardash wearing our sunglasses🥂✨

A post shared by ᴳᴱᴼᴿᴳᴱ ᴷᴱᴮᵁᴿᴵᴬ (@georgekeburia) on

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g