LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯილიან ანდერსონი შესაძლოა ახალი ბონდი გახდეს?

310

ჯილიან ანდერსონის ამ ფოტომ Twitter-ზე უდიდესი რეზონანსი გამოიწვია. მსახიობმა საკუთარ გვერდზე თავად განათავსა ფოტო წარწერით „ჯეინ ბონდი“  და თან მოუბოდიშა თაყვანისმცემლებს პლაკატის ცუდი ხარისხისთვის. ანდერსონი, რომელიც ცნობილია ფემინისტური განცხადებებით, ამ ამპლუაში უდაოდ საინტერესო სანახავია. თანაც მისი გამოცდილება სერიალში „საიდუმლო მასალები“ გვარწმუნებს, რომ ის ბონდის როლს ფანტასტიკურად გაართმევს თავს.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ დენიელ ქრეიგმა უარი განაცხადა 68 მილიონ დოლარიან ჰონორარზე და საბოლოოდ დაემშვიდობა ბონდის როლს. მის შემცვლელად მედიაში ტომ ჰიდლსტონის კანდიდატურა დასახელდა. არაა გამორიცხული ჯილიან ანდერსონის ამ ინიციატივას მალე ახალი გამოხმაურებები მოჰყვეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g