LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯიმი კიმელი 2018 წლის “ოსკარს” წაიყვანს

49

ამერიკელი კომიკოსი ჯიმი კიმელი „ოსკარის“ რიგით 90-ე ცერემონიას წაიყვანს. ამის შესახებ კინოაკადემიის პრეზიდენტმა შერილ ბუნ აიზეკსმა განაცხადა. მისივე თქმით, შოუს პროდიუსირებას და რეჟისურას კვლავ მაიკლ დე ლუკე და ჯენიფერ ტოდი ითავებენ.

„მაიკმა და ჯენიფერმა საუკეთესო შოუ მოიფიქრეს, მათთან ერთად ჯიმიც არაჩვეულებრივ გუნდს წარმოადგენს. წინა ცერემონიაზე, ჯიმის მონოლოგმა დაამტკიცა, რომ ის ერთ-ერთი საუკეთესო წამყვანია“, – განაცხადა შერილმა.

„ოსკარი 2018“ ლოს-ანჯელესში 4 მარტს გაიმართება. ცნობისთვის, წლევანდელ ცერემონიას 32,9 მილიონმა ადამიანმა უყურა, რაც 2008 წლის შემდეგ რეკორდულად დაბალი მაჩვენებელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები