YouTube-ზე 2018 წლის „ოსკარის“ პირველი ოფიციალური პრომო გამოქვეყნდა. ვიდეოში ახალი სეზონის მთავარ მომენტებთან ერთად, შარშანდელი ცერემონიის ყველაზე ხმაურიანი ინციდენტია ნაჩვენები, როდესაც „ლა ლა ლენდი“ „მთვარის შუქის“ ნაცვლად „წლის მთავარ ფილმად“ დასახელდა.
ორგანიზატორები გვპირდებიან, რომ ამჯერად მეტი სიურპრიზი გველოდება.
შეგახსენებთ, რომ დაჯილდოების ცერემონია 4 მარტს გაიმართება და მისი წამყვანი უკვე ზედიზედ მეორედ ჯიმი კიმელი გახდება.
https://www.youtube.com/watch?v=vPVA2-mDJ4w&feature=youtu.be