საახალწლოდ “ჯინო ფერედაისში” სპეციალური ფასები იმოქმედებს. როგორც კომპანიიდან გვაცნობეს, ზამთრის სეზონზე ,,ჯოი პაკეტი’’ 25 ლარი ღირს 49 ლარი ნაცვლად, ხოლო დამატებით ველნეს და სპა ცენტრის შეთავაზება (ვიპ პაკეტი) 49 ლარი ეღირება ნაცვლად 99 ლარისა. 6 წლამდე პატარების ვიზიტი ჯინოში უფასოა, ხოლო 6 წლის ზემოთ ბავშვები ჯოი პაკეტის შეძენისას მხოლოდ 18 ლარს გადაიხდიან.
ამასთან ერთად, ,,ჯინო ფერედაისი’’ მსურველებს სპა და ველნეს ცენტრის დახურულ – EXСELLENT ზონას 20 პერსონაზე 2200 ლარის ნაცვლად 1490 ლარად სთავზობს. ამავე აქციის ფარგლებში მომხარებელი ბონუსად მსუბუქ ფურშეტს, 10 ბოთლ შამპანურსა და 5 პერსონაზე 20 წუთიან სარელაქსაციო მასაჟს მიიღებს. იგეგმება ბავშვთა გასართობი პერფორმანსები.
,,ჯინო ფერედაისი’’ მრავალფუნქციური კომპლექსია, რომელიც აერთიანებს გრანდიოზულ აკვაპარკსა და უნიკალურ, სარელაქსაციო ველნეს და სპა ცენტრს, ფიტნეს დარბაზსა და კვების ობიექტებს.
,,ჯინო ფერედაისის’’ მთელს არეალში 32 გრადუსი სითბოა და წყალიც 32 გრადუსამდე თბება. ზამთარში მომხმარებლის განკარგულებაშია დახურული სარელაქსაციო აუზები, ბავშვთა წყლის ატრაქციონი, ვირპულები, 31 მეტრის სიმაღლის სასრიალო ტობოგანები და ჯინო ფერედაისის მარგალიტი – ველნეს და სპა ცენტრი.