LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯიშკარიანი: ნინო ნადირაძის არგუმენტი ვერ იქნება გათვალისწინებული.. მოსამართლეს აქვს ყველა მტკიცებულება, რომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღოს

187
მარიამ ჯიშკარიანი არევაძე

მოსამართლეს აქვს ყველა მტკიცებულება, რომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღოს, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის პროცესამდე რამდენიმე საათით ადრე ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა განაცხადა.

მარიამ ჯიშკარიანის თქმით, გიორგი არევაძეს ხელთ 17 ექსპერტის დაწერილი უტყუარი დასკვნა აქვს, რაც მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების საფუძველი უნდა გახდეს.

„ჩვენებებიდან ნათელი გახდა, რომ სამხარაულის დასკვნა არის არასარწმუნო და არაუტყუარი და იუსტიციის მინისტრი ამ მიმართულებით იტყუებოდა, ხოლო რაც შეეხება ქალბატონი ნინო ნადირაძის გამოკითხვას, მან მხოლოდ და მხოლოდ ერთი არსებითი რამ დაადასტურა, ეს გახლავთ კახექსია.

რა თქვა ნინო ნადირაძემ სასამართლო პროცესზე: „ეს იყო ერთადერთი ზეწოლა, როდესაც მე ჩავერიე ექიმის დანიშნულებაში..“

ნადირაძე – ის საკვები, რაც სააკაშვილთან მოაქვთ, მაგალითად, შავ პურზე წასმული გაჭყლეტილი ნიორი და სოკოს შილა ფლავი, არაფერში წერია

ნადირაძე სააკაშვილის მნახველებზე: „სიხარულის ყიჟინაა ყველა დაკლებულ გრამზე.. როდესაც ექიმი გამოდის და ეუბნება, დღეს არა და ხვალ მოკვდები, ეს რომელ სამედიცინო ეთიკაში წერია?!“

მისი არგუმენტი „არ ჭამასთან“ დაკავშირებით, გათვალისწინებული ვერ იქნება, იმიტომ, რომ ეს მტკიცებულებებით გამყარებული არ არის.

რაც შეეხება ცენტრ „ემპათიის“ დასკვნას, რომელსაც ხელს აწერს 7 საერთაშორისო ექსპერტი. იცით, რომ ჟენევიდან მიღებული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, სრულიად იზიარებს „ემპათიის“ დასკვნაში არსებულ დიაგნოზებს.

დასკვნა, ეს არის უტყუარი მტკიცებულება, რომელიც ასახავს მიხეილ სააკაშვილის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობას და შესაბამისად, მოსამართლეს აქვს ყველა მტკიცებულება, რათა მიიღოს სამართლიანი გადაწყვეტილება“, – თქვა ჯიშკარიანმა.

ცნობისთვის, ყოფილი პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებასთან, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, სასამართლომ გადაწყვეტილება შესაძლოა, დღეს, 6 თებერვალს გამოაცხადოს.

ხაჭაპურიძე: ევროპის სახელმწიფოები მზადყოფნას გამოთქვამენ, გამოაგზავნონ სამედიცინო თვითმფრინავი, რომლითაც მიხეილ სააკაშვილს გაიყვანენ

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g