საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებულ დღევანდელ პროცესზე „ვივა მედის“ დირექტორი ნინო ნადირაძე იკითხება. ამ წუთებში ის პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლების შეკითხვებს პასუხობს.
კითხვაზე, რა ზეგავლენას ახდენს პაციენტ სააკაშვილზე მნახველების დიდი რაოდენობით შესვლა ფსიქოლოგიური და ფიზიკური თვალსაზრისით, კლინიკის დირექტორი ამბობს, რომ „მნახველებს სამედიცინო დახმარების თვალსაზრისით არაფერი გაუკეთებიათ“.
„ჩემი მრავალგზის თხოვნისა, მე ვერ დამარწმუნებს ვერავინ, რომ თუნდაც ერთმა მათგანმა მას უთხრა, რომ უკეთ იკვებე. პირიქით, სიხარულის ყიჟინაა ყველა დაკლებულ გრამზე.. სხვათა შორის, დღეს გამიხარდა, რომ 200 გრამით ნამატი გვაქვს წონაში..
ნადირაძე: არის შურაცხყოფების კასკადი, მუქარები, მუდმივად მიწევს მედპერსონალის გამხნევება
„თუ საქმეს ამ მიმართულებით მივცემთ მსვლელობას, შეგვიძლია წარმოვადგინოთ მტკიცებულებები“
სამედიცინო ეთიკა მოითხოვს, რომ რაც არ უნდა მძიმედ იყოს პაციენტი, მას არასოდეს უნდა უთხრა, რომ ვაიმე ცუდად ხარ, ვაიმე კვდები.. [სააკაშვილი] 24 საათის განმავლობაში უყურებს ტელევიზორს, სადაც მიდის სიკვდილის გამოცხადებული ქრონიკა..
როდესაც ექიმი გამოდის და ეუბნება, დღეს არა და ხვალ მოკვდები, ეს რომელ სამედიცინო ეთიკაში წერია?! რომელიმე თქვენგანი ცუდად რომ იყოთ და გიყიჟინონ 24 საათი – შენ კვდები, ეს რამენაირად ადგება სამკურნალო პროცესს თუ სხვა სპეკულაციებისთვის გამოიყენება.
ასეთ სიტუაციაში არასდროს ვყოფილვარ, უნდა ვმალავდეთ თუ რამე უკეთესობაა ანალიზებში, შეგეშინდეს, რომ წონაში გარკვეული მატებაა.. “, – თქვა ნინო ნადირაძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომას მიხეილ სააკაშვილი დისტანციურადაც არ ესწრება.
სასამართლოში პენიტენციური დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ოქმი, ასევე კლინიკა „ვივა მედიდან“ სამედიცინო ცნობა წარადგინეს, რომლის მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ტრანსპორტირების რეკომენდაცია არ მიეცა, დისტანციურად ჩართვაზე კი თავად სააკაშვილმა განაცხადა უარი.
“სააკაშვილი კრიმინალია და რასაკვირველია სასჯელი უნდა მოიხადოს” – თეა წულუკიანი