მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ თუ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, გიორგი არევაძე დაცვის მხარისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებს, ამ შემთხვევაში ევროპის სახელმწიფოები მზად არიან მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა უზრუნველყონ.
„დღეს ადვოკატები დასკვნით სიტყვას სასამართლო დარბაზში ვიტყვით. ასევე, დასკვნითი სიტყვით პენიტენციური სამსახურიც წარდგება.
არ გამოვრიცხავ, ჩვენ შუამდგომლობა დავაყენოთ, რომ მოსამართლემ გასვლითი სხდომა განახორციელოს. თუ ჩვენთვის სასარგებლო გადაწყვეტილება იქნება, ევროპის სახელმწიფოები გამოთქვამენ სურვილს, გამოაგზავნონ სამედიცინო თვითმფრინავი, რომლითაც მას გაიყვანენ“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.
ცნობისთვის, ყოფილი პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებასთან, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, სასამართლომ გადაწყვეტილება შესაძლოა, დღეს, 6 თებერვალს გამოაცხადოს.