აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ლეგალური სტატუსის გარეშე აშშ-ში მცხოვრებ დაახლოებით 11 მილიონ ადამიანს მოქალაქეობისკენ 8-წლიანი გზის გავლას შესთავაზებს. ამის შესახებ ინფორმაციას, ”ესოშიეთიდ პრესი” ავრცელებს.
ის ტრამპის ადმინისტრაციის მკაცრ საიმიგრაციო პოლიტიკას ცვლის. ამით, ლათინოელი ამომრჩევლებისა და სხვა ემიგრანტი თემებისთვის მნიშვნელოვან და ძირითად დაპირებას ასრულებს. აღნიშნული, მოქალაქეობის მიღების ერთ-ერთ უსწრაფეს გზას წარმოადგენს მათთვის, ვინც ბოლო წლების განმავლობაში იურიდიული სტატუსის გარეშე ცხოვრობს.
გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი კანონპროექტის წარდგენას ინაუგურაციის შემდეგ გეგმავს.
როგორც ბაიდენმა ტრამპის ქმედებებზე საემიგრაციო საქმიანობასთან დაკავშირებით აღნიშნა, ეს ამერიკულ ღირებულებებზე მისი “შეუსრულებელი თავდასხმაა”. ასევე პირობა დადო, რომ იგი ზარალს აანაზღაურებს და საზღვრის დაცვას გააგრძელებს.
კანონპროექტის მიხედვით, 2021 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, აშშ-ში ლეგალური სტატუსის გარეშე მცხოვრებ ადამიანებს, დროებითი ლეგალური სტატუსის ან მწვანე ბარათის მოსაპოვებლად ხუთწლიანი გზის გავლა მოუწევთ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ბიოგრაფიული მონაცემების შემოწმებას გაივლიან და სხვა ძირითად მოთხვონებს დააკმაყოფილებენ. ამის შემდეგ, თუ მოქალაქეობის მიღებას გადაწყვეტენ, ემიგრანტებს ნატურალიზაციამდე სამწლიანი გზის გავლა მოუწევთ.
აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ემიგრანტებისთვის პროცესი უფრო დაჩქარებული იქნება.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატობის დროს, ჯო ბაიდენმა ემიგრაციასთან დაკავშირებული ტრამპის ქმედებები ამერიკულ ღირებულებებზე მუდმივ თავდასხმად შეაფასა.